17 ნოემბერი 2024,   18:23
ვრცლად
„ნუ მომკლავ!“ ბუკლეტების დარიგებისას ერთი აქტივისტი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

„ნუ მომკლავ!“ ბუკლეტების დარიგების დროს ერთ-ერთი ახალგაზრდა აქტივისტი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ახალგაზრდები ამბობენ, რომ მათთან სამართალდამცველები თუ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩასმული საეჭვო პირები იმ დროს მივიდნენ, როცა ისინი მოქალაქეებს პარლამენტის შენობასთან მისვლისკენ მოუწოდებდნენ.  

„ვხედავდით მზერას, რომელიც მუდმივად ჩვენ დაგვყვებოდა. ვხედავდით ადამიანებს, რომლებიც მუდმივად უკან მოგვყვებოდნენ. სამართალდამცველების ფორმები არ ეცვათ, მაგრამ ძალიან საეჭვო იყო მათი ასეთი ქმედებები,“ - აცხადებენ ახალგაზრდები.

აქცია ლოზუნგით „ნუ მომკლავ!“ რუსთაველის გამზირზე ხვალ 16:00 საათზე დაიწყება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები