21 დეკემბერი 2024,   18:04
ვრცლად
სამ თვიანი ტრენინგები და დასაქმებული მოსახლეობა - ევროკავშირის პროექტი თეთრიწყაროში

ევროკავშირის სწავლებისა და დასაქმების პროგრამა იმისთვის, რომ ქართული სოფლები არ დაიცალოს-თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ევროკავშირი ადგილობრივების დასაქმების პროექტს ახორციელებს. უმუშევარი მოსახლეობა ახლა სპეციალური ტრეინინგების დახმარებით სამსახურის ძიების ახალ ტექნოლოგიებს ეუფლება. პირველი, სამთვიანი კურსის გავლის შემედეგ უკვე 10 ადამიანი დასაქმდა. RDFG-ს პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ დასაქმების პროგრამა ENPARD -ის ფინანსური მხარდამჭერით ხორციელდება. ევროკავშირი კი თეთრიწყაროს მოსახლეობას კიდევ ოთხი წელი დაეხმარება. გეგმები “ახალგაზრდა ფერმერთა განათლების ცენტრებს”, „საგრანტო იდეების კონკურსსა” და რაც მთავარია, სოფლის მაცხოვრებლების ბედის უკეთესობისკენ შეცვლას უკავშირდება

პროექტზე 2 მილიონ ევროზე მეტი იხარჯება. 

ავტორი: ნანა სისვაძე.

დღის ამბები