მმართველი გუნდის წევრი დავით ჭიჭინაძე იზიარებს ოპოზიციის მოთხოვნას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მხარს უჭერს. დავით ჭიჭინაძე განმარტავს, რომ იმ ფონზე როდესაც პრემიერ-მინისტრი გადადგა და მინისტრთა კაბინეტი განახლებული შემადგენლობით დაიწყებს მუშაობა, კარგი იქნებოდა თუ ახალი პარლამენტიც.
„ვადამდელი არჩევნები ეს არის ერთ-ერთი მეთოდი ქვეყანაში ხელისუფლებისთვის და ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის მისი მხარდაჭერის განსაზღვრა და გაზომვა და როდესაც ხდება ასეთი კარდინალური ცვლილებები, მე ვფიქრობ ახალი პრემიერის პირობებშიც ალბათ ახალი პარლამენტი უკეთესი იქნებოდა. იმიტომ, რომ ის ადამიანები, რომლებიც იქნებიან დღეს მოხვედრილი ესე, რომ ვთქვათ მინისტრთა კაბინეტის წევრები ვინც იქნებიან და მათ პოლიტიკას, შესაბამისად თუ ის იქნება განსხვავებული წინა პოლიტიკისგან მხარდაჭერა სჭირდება. მე არ ვთვლი, რომ ეს კარგი გათვლა იქნება, როდესაც მმართველი გუნდი ყველაფერს უჭერს მხარს,“-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.