ხანძარი ქუთაისში - ცეცხლი ჭავჭავაძის ქუჩაზე ხუთსართულიანი კორპუსის სხვენს გაუჩნდა.
მხანძრე-მაშველები ცეცხლის ლოკალიზებას თითქმის ერთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ. ხანძრის შედეგად არც ერთი ბინა არ დამწვარა, თუმცა საცხოვრებელი სახლები სახურავიდან ჩასული წყლით დაზიანდა.
ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის უფროსის თქმით, ხანძრის გაჩენის მიზეზი სავარაუდოდ, კორპუსში მიმდინარე შედუღებითი სამუშაოები გახდა.
მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.