ტრაგედია ვენესუელაში - კარაკასის ღამის კლუბში ცრემლსადენი გაზის ყუმბარა აფეთქდა. შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილებს შორის 8 თვრამეტ წლამდე ახალგაზრდაა. აფეთქება ადგილობრივი დროით ღამის 03:00 საათზე მოხდა. იმ დროს კლუბში 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
გამოძიების ინფორმაციით, აფეთქებას წინ უძღოდა კლუბის სტუმრებს შორის კონფლიქტი. ცრემლსადენი გაზით სავსე ყუმბარა კი ჩხუბის ერთ-ერთმა მონაწილემ ააფეთქა. ამის შემდეგ შენობაში ჭყლეტვა დაიწყო. 11 ადამიანი კი შენობაში გაზით გაიგუდა. პოლიციის ინფორმაციით, კონფლიქტის მონაწილე 7 ადამიანი უკვე დაკავებულია.