ანჯელინა ჯოლი "ისლამური სახელმწიფოს" მიერ განადგურებულ რეგიონს სტუმრობს. ჰოლივუდის ვარსკვლავი გაეროს კეთილი ნების ელჩის სტატუსით, მოსულში იმყოფება. მსახიობმა ტერორისტების მიერ განადგურებული ქალაქი დაათვალიერა და აღნიშნა, რომ მსგავსი რამ არასდროს არსად უნახავს.
ანჯელინა ჯოლი მოსულის მცხოვრებლებსაც შეხვდა, რომლებიც მოსულიდან ISIS-ის განდევნის შემდეგ, საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ.
გაეროს კეთილი ნების ელჩის სტატუსის რანგში ანჯელინა ჯოლი უკვე მეხუთედ ჩავიდა ერაყში. მსახიობი კონფლიქტების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ჰუმანიტარული და იურიდიული დახმარების მიღებაში ეხმარება.