09 ნოემბერი 2024,   18:27
ვრცლად
წაღებული გზა და დაზიანებული ელექტროსადენები - სტიქიის გამო სოფელი ჭერემი გარე სამყაროს მოწყდა

ამ დრომდე გარესამყაროს მოწყვეტილი რჩება გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭერემი. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა ჭერმისხევმა ცენტრალურ მაგისტრალთან დამაკავშირებელი გზის ორი მონაკვეთი წაიღო, რის გამოც მოსახლეობა გურჯაანის მიმართულებით ვეღარ გადაადგილდება. დაწყვეტილია მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზები, სოფელს დენი არ მიეწოდება. ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ადგილზე მძიმე ტექნიკის მობილიზება მოხდება. რაც შეეხება დაზარალებულ მოსახლეობას, მათ პირველ ეტაპზე პროდუქტით მოამარაგებენ. 

დღის ამბები