21 დეკემბერი 2024,   17:54
ვრცლად
პოლიციელის მკვლელობა - ბათუმის საქალაქო სასამართლო დაკავებულის აღმკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს

ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლო, მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის აღმკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს. გამოძიება 27 წლის მამაკაცს ბუტა ანთაძის განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში ედავება.

ბრალდებული დანაშაულს აღიარეს, თუმცა ადვოკატი შემამსუბუქებელ გარემოებებზე საუბრობს, მუხლის შეცვლას და გირაოს გამოყენებას ითხოვს.

გარდა ამისა, სასამართლოზე ბრალდებულმა მისი დაკავების დროს არაადამიანურ მოპყრობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ვითხოვთ გადაკვალიფიცირებას, ჩვენ არ ვართ ის პიროვნებები, რომ უარვყოთ. ძალიან განიცდის, ინანიებს. ბრალს აღიარებს, მაგრამ არა იმ მუხლით, რაც მას წარდგენილი აქვს. ფაქტიურად, მოხდა პოლიციაში მისი წამება, არა ადამიანური მოპყრობა და ვმუშაობთ ახლა ამ საკითხზე,“ - განაცხადა ადვოკატმა დალი იმნაიშვილმა.

დღის ამბები