21 დეკემბერი 2024,   17:50
ვრცლად
მეორე დღეა, ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში „სტუდენტური კონგრესი“ მიმდინარეობს

მეორე დღეა, ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში „სტუდენტური კონგრესი“ მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ღია პლატფორმა, სადაც ახალგაზრდები IX მოწვევის პარლამენტის წევრებთან ერთად მსჯელობენ ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე.

მონაწილეები იმიტირებულ საკომიტეტო ფორმატში მუშაობენ. საბოლოოდ, თითოეული კომიტეტი შეიმუშავებს და წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის ირგვლივაც გაიმართება ღია დისკუსია და გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი.

პროექტი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მხარდაჭერით ხორციელდება.

"ძალიან მიხარია, რომ ძალიან პროგრესულად და კრეატიულად აზროვნებენ ეს ადამიანები. ჩვენ მათ შევპირდით, რომ საბოლოო შედეგს, რასაც დადებენ, ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით მათი ნააზრევის ასახვას კანონმდებლობაში,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები