21 დეკემბერი 2024,   17:53
ვრცლად
წავიდა თუ გაუშვეს - "ქართული ოცნების" ოფისში გამართული შეხვედრა, რომელიც კვირკაშვილის გადადგომით დასრულდა

რამდენიმე დღეში პარლამენტი კენჭს მთავრობის ახალ შემადგენლობას უყრის, მათ შორის დაამტკიცებს პრემიერობის კანდიდატად მამუკა ბახტაძეს.

მიუხედავად რამდენჯერმე ნათქვამი უარისა, რომ არსად წასვლას არ აპირებს, გიორგი კვირიკაშვილის გადააყენეს. პრემიერი, რომლის 4-პუნქტიან გეგმას ხელისუფლება ერთხმად იწონებდა, დღეს ბიძინა ივანიშვილისთვის სასურველი პირი არ აღმოჩნდა.

ჯერ კიდევ დეკემბერში ვრცელდებოდა ხმა, რომ ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი კვირიკაშვილს ურთიერთობა დაეძაბათ და ეს პრემიერის გადადგომით დასრულდებოდა, თუმცა თავად კვირიკაშვილის ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია არც მაშინ და არც იმ შეხვედრის შემდეგ, რომელსაც "ქართული ოცნების" ოფისში უკანასკნელად დაესწრო. ვრცელდებოდა ხმა, რომ შეხვედრა საკმაოდ დაძაბული იყო. მეორე დრეს კი კვირიკაშვილმა უკვე გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. ამ შეხვედრის შემდეგ ითქვა, რომ პრობლემა "უნისეფის" კვლევა იყო, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობა უკიდურესად გაჭირვებულია.

მომდევნო დღეებშიც, როდესაც კომენტარები გაკეთდა პრემიერობის ახალ კანდიდატზე, აქცენტი სწორედ ეკონომიკურ წინსვლაზე გაკეთდა. 

დღის ამბები