03 ოქტომბერი 2024,   17:17
ვრცლად
თბილისის ვიცე-მერი სოციალურად დაუცველებს შეხვდება

თბილისის მერის მოადგილე სოციალურად დაუცველებს შეხვდება. ამის შესახებ თავად მერმა განაცხადა. დავით ნარმანია ლოტკინის დასახლებაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გუშინდელ აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას მხოლოდ ვითარების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღებენ.

"6 საათზე ჩემს მოადგილესთან შედგება სამუშაო შეხვედრა, სადაც განხილული იქნება მათი მდგომარეობა და სამართლებრივი ასპექტები; ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება. რა თმა უნდა, ყველა დოკუმენტაცია უნდა ინახოს, უნდა ინახოს მათი მდგომარეობა და მხოლოდ ამის საფუძველზე უნდა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ლოტკინის დასახლებაში სოციალურად დაუცველთა გამოსახლებას ხმაური მოჰყვა. რამდენიმე მათგანმა წუხელ თავის მოკვლაც სცადა.

ამავე თემაზე
დღის ამბები