21 დეკემბერი 2024,   17:48
ვრცლად
რვა არასამთავრობი ორგანიზაცია ბესიკ ქათამაძის ცემის ფაქტს ეხმაურება

ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრის, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატის, ბესიკ ქათამაძის, ცემის ფაქტზე რვა არასამთავრობო ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს.

ისინი მოუწოდებენ სამართალდამცველ ორგანოებს, დროულად და ეფექტურად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევა, მათ შორის, გამოავლინონ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი.

"ეს არ არის პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა, ამგვარი ინციდენტები განსაკუთრებით ხშირია წინასაარჩევნო პერიოდებში, მათ შორის აღნიშვნის ღირსია 2016 წლის 22 მაისს კორცხელში განხორციელებული თავდასხმა. თუმცა, არც ერთ წინა შემთხვევაში სამართალდამრღვევი პირების სათანადო დასჯა არ მომხდარა," - წერია განცხადებაში, რომელსაც 8 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს.

დღის ამბები