21 დეკემბერი 2024,   18:01
ვრცლად
23 და 22 წლის ძმები საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში გადაიყვანეს

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში 23 და 22 წლის ძმები კომატოზურ მდგომარეობაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი ახალგაზრდის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ექიმებმა გაჩერებული გულის ამუშავება ვეღარ შეძლეს.

მძიმეა მეორე პაციენტის მდგომარეობაც. ამ დროისთვის უცნობია, გახდა თუ არა ნარკოტიკული ნივთიერება ძმების ჰოსპიტალიზების და ერთ-ერთის გარდაცვალების მიზეზი.

კურიერის ჯგუფი მომხდარის დეტალებს არკვევს.  

დღის ამბები