21 დეკემბერი 2024,   18:06
ვრცლად
დღეს გამოძიება და შსს ემზადება ყველანაირი განვითარებისთვის ამ გამოძიებაში - გიორგი გახარია "ხორავას ქუჩის" საქმეზე

„ჩვენ მაშინ შევძელით მაქსიმალური, რის გაკეთებაც იყო შესაძლებელი,“ - ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გახარიამ, ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის შესახებ გააკეთა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს კითხვებს ოპოზიციის წევრები პარლამენტი უსვამდნენ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარის შესახებ მას კითხვა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ, დაუსვა, გიორგი გახარიამ კი კითხვას დარბაზს გარეთ, ჟურნალისტებთან საუბრისას, უპასუხა.

„ჩვენ მაშინ შევძელით მაქსიმალური, რის გაკეთებაც იყო შესაძლებელი, თუმცა, რა თქმა უნდა, კანონმდებლობის მხრიდანაც ვიყავით შეზღუდული. ეს გახლავთ არასრულწლოვნები. ჩვენ გვქონდა ძალიან მკაცრი ვადები და შესაბამისად, ჩვენ გამოვყავით ცალკე საქმე, როგორც კი დავინახეთ, რომ შესაძლებელი იყო გარკვეული თემების დადგენა ბოლომდე ვერ მოგვესწრო და დავიწყეთ ახალი გამოძიება. შემდგომ უკვე სასამართლოს პროცესზე ზოგ შემთხვევაში ჩვენებები შეიცვალა, ზოგ შემთხვევაში გამოვლინდა ახალი დამატებითი გარემოებები. სწორედ გაგრძელებული და გამოყოფილი გამოძიების ფარგლებში, თქვენ იცით, რომ ჩვენ ახალი მსჯავრდებულები გვყავს. შესაბამისად, ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ დღეს გამოძიება და შინაგან საქმეთა სამინისტრო ემზადება ყველანაირი განვითარებისთვის ამ გამოძიებაში,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

დღის ამბები