21 დეკემბერი 2024,   17:54
ვრცლად
„გვეუბნებიან, რომ მთავრობა პირობითია. ეს მართლაც ანეგდოტური და სამწუხაროდ სასაცილო შემთხვევაა" - ირაკლი აბესაძე

„თავად ქართული ოცნები  გუნდში ვერ გაურკვევიათ, რატომ გადადგა კვირიკაშვილი,“ - ასე გამოეხმაურა გადაცემა არჩევანში სამთავრობო ცვლილებებს ევროპული საქართველოს წარმომადგენელი, ირაკლი აბესაძე.

ის ამბობს, რომ რეალურად პრემიერის ცვლილებით არაფერი შეიცვლება და ხელისუფლება იმ პრობლემებით, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, "ფაქტობრივად ჟონგლიორობს".

ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ ანეგდოტურია, როდესაც ხელისუფლება კვირიკაშვილის გადადგომის მიზეზად სიღარიბეს ასახელებს, ბახტაძე კი მის მოსაგვარებლად არაფერს სთავაზობს საზოგადოებას.

„გვეუბნებიან, რომ მთავრობა პირობითია. უბრალოდ, ეს მართლაც ანეგდოტური და სამწუხაროდ სასაცილო შემთხვევაა,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

რაც შეეხება სტრუქტურულ ცვლილებებს, ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ ეს რეალურად არაფერს შეცვლის. მისივე თქმით, გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის დროსაც გაუქმდა სამი სამინისტრო, თუმცა, საბოლოოდ გათავისუფლდა სამი მინისტრის ადგილი. ბიუროკრატიული ხარჯები კი იგივე დარჩა.

რაც შეეხება თეა წულუკიანის განცხადებას, რომ, თუკი ის თანამდებობაზე არ იქნება, უფრო ძლიერი გახდება და ქვეყანას სჭირდება ძლიერი ოპოზიცია, ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ "მისი მომავალი ქვეყნისთვის აბსოლუტურად უმნიშვნელოა". 

ამავე თემაზე
დღის ამბები