21 დეკემბერი 2024,   18:01
ვრცლად
„ველოდები, რომ წულუკიანს გაუშვებენ იმიტომ, რომ წულუკიანი ნეგატივია, ივანიშვილი კი ნეგატივს იშორებს“ - მამუკა კაციტაძე

„მე მაინც ველოდები, რომ წულუკიანს გაუშვებენ იმიტომ, რომ წულუკიანი დღეს არის ნეგატივი,“ - ამის შესახებ განცხადება გადაცემა არჩევანის ეთერში ახალი მემარჯვენეების ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ, გააკეთა და დასძინა, რომ „ბიძინა ივანიშვილი ნეგატივს იშორებს“. 

მისი თქმით, სწორედ ეს პროცესები მიმდინარეობს ახლა ქართულ ოცნებაში.

ის ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მოიაზრებოდა გიორგი გახარია, თუმცა, ბოლო პროცესებმა ის გასვარა. ამიტომ, მამუკა კაციტაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ყურადღება შეაჩერა მამუკა ბახტაძეზე.

მამუკა კაციტაძე გიორგი კვირიკაშვილის გადადგომასაც გამოეხმაურა.

მისი თქმით, ის არ გაუშვეს, არამედ იძულებული გახადეს, რომ თავად წასულიყო.

ის განმარტავს, რომ არჩევნების წინ ივანიშვილი არჩევს პოზიტივ კანდიდატებს, რომელთა მიმართაც ნაკლები აგრესიაა საზოგადოებაში.

"დადგა მეორედ მოსვლა, ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში და ახლა დადგა განკითხვის დღე," - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

მისი თქმით, ბახტაძის დანიშვნას აქვს ერთადერთი მიზანი, რომ მან პოზიტივი მოიტანოს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები