26 აპრილი 2024,   11:40
ვრცლად
"სამეფო კარის თამაშების" მსახიობებმა კიტ ჰარინგტონმა და როუზ ლესლიმ იქორწინეს

შოტლანდიაში ვარსკვლავური ქორწილი გაიმართა. აბერ-დინ-შირში "სამეფო კარის თამაშების" მსახიობებმა კიტ ჰარინგტონმა და როუზ ლესლიმ იქორწინეს. ცერემონიის კადრები ინტერნეტით გავრცელდა. ჯვრისწერა ერთ-ერთ უძველეს ტაძარში შედგა, რომელიც ლესლის საგვარეულოს მამულში მდებარეობს. წვეულება კი ასევე ლესლის ოჯახის კუთვნილ ციხესიმაგრეში მოეწყო. კიტ ჰარინგტონმა და როუზ ლესლიმ ერთმანეთი "სამეფო კარის თამაშების" გადაღებებზე გაიცნეს. მათი რომანიც ჯონ სნოუს და ველური იგრიტის პერსონაჟების სასიყვარულო ურთიერთობის პარალელურად დაიწყო. წყვილმა ნიშნობის შესახებ 2017 წლის სექტემბერში განაცხადა და 10 თვის შემდეგ ქორწილი გადაიხადა. ვარსკვლავური ქორწილი ყველა შოტლანდიური ტრადიციების დაცვით გაიმართა. ცერემონიას სამეფო კარის თამაშების ვარსკვლავები დაესწრნენ. 

დღის ამბები