21 დეკემბერი 2024,   17:27
ვრცლად
დავა მოსავლისთვის-სოფელ ხორნაბუჯში ფერმერებმა 60 ჰექტარზე მოყვანილი მარცვლეული ვერ გაიყვეს

ხმაური სოფელ ხორნაბუჯში-ფერმერებმა 60 ჰექტარზე მოყვანილი მარცვლეული ვერ გაიყვეს. ადგილზე საპატრულო პოლიციის მობილიზებაც გახდა საჭირო.

მარცვლეულზე პრეტენზიას ჯამში ოთხი ადამიანი აცხადებს. მოიჯარე, მყიდველი და ორი ფერმერი. ფერმერებს შორის დავა სადაო მიწის ნაკვეთმა გამოიწვია. ადგილობრივი ფერმერი ზურა ქემაშვილი, მოწილეებთან ერთად მოიჯარე ალექსანდრე წიკლაურს სიტყვიერი შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. ქემაშვილის თქმით, წიკლაურმა იმ მოსავლის დაუფლება სცადა, რომელიც მხარეებს თანაბრად უნდა გადაენაწილებინათ. მიწის ნაკვეთის კიდევ ერთი ფერმერი ჯემალ მენთეშაშვილი კი ალექსანდრე წიკლაურის მხრიდან უკანონოდ გაფორმებულ იჯარაზე საუბრობს.

მოიჯარეების ბრალდებებს არ ეთანხმება ალექსანდრე წიკლაურის ადვოკატი და განმარტავს, რომ საკითხს სასამართლო გადაწყვეტს.

სასამართლოს გადაწყვეტილებამდე კი მარცვლეულის აღების უფლება არცერთ მხარეს არ აქვს. 

ავტორი: ია გულიაშვილი. 

დღის ამბები