21 დეკემბერი 2024,   17:23
ვრცლად
სამოქალაქო ომი - ბაშარ ალ ასადი განადგურებული ქვეყნის აღდგენაში დასავლეთის მხარდაჭერაზე უარს ამბობს

ბაშარ ალ ასადი სამოქალაქო ომის შედეგად, განადგურებული ქვეყნის აღდგენაში დასავლეთის მხარდაჭერაზე უარს ამბობს. განცხადებამ სირიის პრეზიდენტმამ რუსული ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. მას შეკითხვა დასავლეთის ლიდერების პოზიციაზე დაუსვეს, რომლებიც ამბობენ, რომ ვიდრე ბაშარ ალ ასადი ხელისუფლებაშია, დასავლეთი სირიის დასახმარებლად ერთ ცენტსაც არ გაიღებს. ბაშარ ალ ასადის თქმით, სურვილის შემთხვევაშიც დამასკო დასავლეთის დახმარებას არ მიიღებს.

"მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ომი მიმდინარეობს, სახელმწიფოს განადგურებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად საკმარისი რესურსი გააჩნია"- ამბობს ბაშარ ალ ასადი.

სირიის პრეზიდენტი დასავლეთს თვალთმაქცობაში ადანაშაულებს და რუსეთს მადლობას უხდის.

დღის ამბები