21 დეკემბერი 2024,   16:34
ვრცლად
არაბი ქალები საჭესთან-საუდის არაბეთმა მანდილოსნებს მანქანის მართვის უფლება მისცა

პირველად ბოლო 28 წლის განმავლობაში საუდის არაბეთში ქალი მძღოლები გამოჩნდნენ. ქალებს მანქანის მართვის უფლება მას შემდეგ მიეცათ, რაც ძალაში შევიდა მეფის განკარგულება, რომელიც 1990 წელს მიღებულ აკრძალვას აუქმებს. საუდის არაბეთმა ქალების უფლებების პოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, რის შემდეგაც ქალებს განათლების მიღებისა და მამაკაცების თანხლების გარეშე სამედიცინო დაწესებულებებისა და სტადიონებზე სიარულის უფლება მიეცათ. სექტემბრიდან კი საუდის არაბეთში პირველი მართვის მოწმობები გაიცა. მოსახლეობა დღევანდელ დღეს ისტორიულს უწოდებს.

დღის ამბები