21 დეკემბერი 2024,   16:51
ვრცლად
ხმების 59,1% - არჩევნების პირველადი შედეგებით, თურქეთის პრეზიდენტი ისევ რეჯეპ ტაიპ ერდოღანი იქნება

ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგებით, თურქეთის პრეზიდენტი ისევ რეჯეპ ტაიპ ერდოღანი იქნება. ბიულეტენების ნაწილის დათვლის შემდეგ, ერდოღანმა ხმების 59,1 პროცენტი მოიპოვა. მისმა მთავარმა ოპონენტმა, მუჰარემ ინჩემ კი მხოლოდ 26,5 პროცენტი დააგროვა.

საპარლამენტო არჩევნებზეც, ერდოღანის პარტია ლიდერობს, რომელმაც, წინასწარი მონაცემებით, 51 პროცენტი დააგროვა. მეორე ადგილზე სახალხო რესპუბლიკური პარტიაა, რომელმაც ხმების 17 პროცენტი მოიპოვა.

ერდოღანის საბოლოო გამარჯვების შემთხვევაში, ხელისუფლების სათავეში ის 2023 წლამდე იქნება და მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებშიც შეძლებს მონაწილეობის მიღებას.

დღის ამბები