09 ოქტომბერი 2024,   20:26
ვრცლად
პოროშენკო პუტინთან მოლაპარაკებისთვის მზად არის

უკრაინის პრეზიდენტმა მოსახლეობას ტელევიზიით მიმართა. პეტრო პოროშენკომ ამ კვირაში ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილ შეხვედრაზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ მოლაპარაკებები საკმაოდ რთული იქნება, თუმცა ამისთვის მომზადებულია.

უკრაინის ლიდერის თქმით, მსოფლიოს მხარდაჭერის გარეშე, რუსული ინტერვენციის შეჩერება შეუძლებელი იქნება.

მიმართვაში პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრის გადადგომის შესახებაც ილაპარაკა და ვალერი გელეტეის ქვეყნის ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. მის შემცვლელს პეტრო პოროშენკო დღეს დაასახელებს.

დღის ამბები