21 დეკემბერი 2024,   16:03
ვრცლად
მინისტრების შემცირება განპირობებულია "ქართულ ოცნებაში" არსებული საკადრო შიმშილით - ზურაბ მელიქიშვილი

მცირე მთავრობის კონცეფციას ოპოზიციაში აკრიტიკებენ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ დაანონსებული ცვლილებები ბიუროკრატიულ ხარჯებს არ შეამცირებს.

ზურა მელიქიშვილის თქმით, მმართველი გუნდი ვერ შეელევა იმ ჩინოვნიკებს, რომლებზეც ამ დრომდე იდგა სისტემა. მელიქიშვილის განცხადებით, სამინისტროების შემცირება რეალურად "ქართულ ოცნებაში" "საკადრო შიმშილმა" გამოიწვია. 

„ისინი ვერ და არ შეელევიან იმ ჩინოვნიკებს, რომელზეც დგას მათი რეჟიმი. ეს არის ძირითადად მათი ნათესავები, მათი აქტივისტები, რომლებზეც წელიწადში მინიმუმ 400 მილიონი პრემიებსა და დანამატებზე იხარჯება. ისინი მათ შემცირებას არ განახორციელებენ, იმიტომ რომ მათზე დგანან.

რაც შეეხება მინისტრების რაოდენობის შემცირებას ეს არის საკადრო შიმშილი, რაც ოცნებაში დღეს არსებობს და სწორედ აქედან გამომდინარე არის, რომ რაოდენობას მინისტრებისას ამცირებენ“-აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ზურაბმელიქიშვილი.

პრემიერ მინისტრის ინიციტივით, 14 სამინისტროს ნაცვლად, ახალი მთავრობა 10 სამინისტროთი და სახელმწიფო მინისტრის ერთი აპარატი იქნება წარმოდგენილი. 

დღის ამბები