20 ნოემბერი 2024,   05:26
ვრცლად
"ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები მტკიცებულებების გამოკვლევას ახდენენ ცალმხრივად - მამუკა მდინარაძე ოთარ კახიძეს პასუხობს

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები მტკიცებულებების გამოკვლევას ახდენენ ცალმხრივად,“ - ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე საგამოძიებო კომისიის წევრის, ოთარ კახიძის განცხადებას.

მდინარაძე „ევროპული საქართველოს“ წევრის განცხადებას ეხმაურება, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ხორავას ქუჩაზე მდებარე ფარდული, სადაც მოზარდები დაჭრეს, პოლიციასთან შეთანხმებით აიღეს.

„საზოგადოებაში ყველაზე დიდი კითხვების ნიშნები, რა საკითხებთანაც დაკავშირებითაც იყო ეს იყო ფარდული, გაღუნული დანა და ეს იყო სუბელიანის მომენტი. სუბელიანი დღეს არის დაკავებული, აღმოჩნდა, რომ დანა გაღუნული არ არის და ფარდულთან დაკავშირებით აღმოჩნდა ისიც, რომ დღესვე შესაძლებელია სანტიმეტრების სიზუსტით აღდგეს ფარდული და ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდეს იქ. ამ ფონზე, ერთი მოწმის, ხანდაზმული ქალბატონის ძალიან აბსტრაქტული, დაუკონკრეტებელი ჩვენების საფუძველზე მტკიცებით ფორმაში საუბარი ისე, რომ არცერთი მოწმის ჩვენება დამატებით არ მოიპოვო, არ გადაამოწმო და არ ჩაატარო საგამოძიებო მოქმედება ამ მიმართულებით, სერიოზულად დააზიანებს კომისიის იმიჯს,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები