21 დეკემბერი 2024,   16:11
ვრცლად
მიწისქვეშა პარკინგები, ქუჩის განათებები, ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლება - მერია ბიზნესსექტორს კონკრეტულ პროექტებს სთავაზობს

მიწისქვეშა პარკინგების განვითარება, ქუჩის განათებების შეცვლა, ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლება და სატელევიზიო ანძის ტურისტულ ობიექტად გადაქცევა - ეს პროექტები იმ საინვესტიციო შეთავაზებების ჩამონათვალშია, რომლის პრეზენტაციაც თბილისის მერიამ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან გამართა.

შეხვედრაზე იმსჯელეს მიწისქვეშა პარკინგების მოწყობის თემაზე. მერია კერძო სექტორის დაინტერესებას მიწების ერთ ლარად, ხანგრძლივი ვადით, გადაცემის პირობით ცდილობს.

„რაც შეეხება ზოგადად მიწისქვეშა  პარკინგებს,  ეს ყველგან, მსოფლიოში, ევროპაში, ყველგან შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესისთვის არ იყოს იმდენად საინტერესო რამდენადაც სხვა პროექტი. ეს არის გრძელვადიანი პროექტი. ზოგადად ევროპულ ქვეყნებშიც ხდება მისი სუბსიდირება მუნიციპალიტეტის მხრიდან ან მთლიანად მუნიციპალიტეტი ახორციელებს. ამ კონკრეტულ პროექტებში, რომელიც ჩვენი მხრიდან არის წარმოდგენილი არის ბიზნეს მომგებიანობა,“-განაცხადა კახა კალაძემ.   

დღის ამბები