21 დეკემბერი 2024,   16:09
ვრცლად
ქრთამი ტვირთის გატარების სანაცვლოდ - აზერბაიჯანელი ბიზნესმენის კორუფციაზე საუბრობს

აზერბაიჯანელი ბიზნესმენი, რომლის ტვირთებსაც საქართველოს საბაჟოზე აკავებენ და პრობლემებს უქმნიან. ბიზნესმენის ოფიციალური წარმომადგენელი მთელი დღე საბაჟო ტერმინალში არკვევდა, რატომ უქმნიან უცხოელი ბიზნესმენის ტვირთებს პრობლემებს საქართველოში.

ტექსტილით დატვირთული ტრაილერი, რომელსაც პროდუქცია თურქეთიდან აზერბაიჯანში გადაჰქონდა, სამი დღის წინ გააჩერეს და გაურკვეველი მიზეზით გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. აზერბაიჯანელი ბიზნესმენი იძულებული გახდა საქართველოში წარმომადგენელი ბაქოდან გამოეგზავნა ვითარების გასარკვევად, თუმცა დღეს უცხოელი ბიზნესმენისთვის ყველა კარი დაკეტილი აღმოჩნდა.

აზერბაიჯანელმა ბიზნესმენმა, პირველი ინტერვიუ „კურიერს“ სამი კვირის წინ მისცა. ის ყვებოდა, როგორ სძალავენ ფულს ქართველი მებაჟეების შუამავლები და ერთი მანქანის უპრობლემოდ გატარებაში 800 ამერიკულ დოლარს ქრთამის სახით სთხოვენ. დღეს, ისევ „კურიერთან“ ინტერვიუში ჯარჩიევი ამბობს, რომ მედიით ფაქტების გახმაურების შემდეგ, ქრთამის აღება საბაჟოზე მაინც არ შეწყვიტეს და უცხოელ ბიზნესმენებს ისევ ავიწროებენ.

კორუფციის ბრალდებას უარყოფენ შემოსავლების სამსახურში. საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ ვატო ლაშქარაძემ ამბობს, რომ ელჩინ ჯარჩიევის შესახებ იცის და ფიქრობს, რომ ის შეგნებულად პროვოკაციებს აწყობს. 

ვიდრე საქმის დეტალები გაირკვევა, აზერბაიჯანელი ბიზნესმენი ყოველდღიურად ზარალდება.

დღის ამბები