21 დეკემბერი 2024,   17:54
ვრცლად
​გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ახაშენში ხანძარს ორი წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ახაშენში ხანძარს, ორი წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც "რუსთავი2"-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულსა და სახურავზე გაჩნდა. 

მეხანძრე მაშველებმა 2 წლის ბავშვის გვამი მეორე სართულზე აღმოაჩინეს. 

უწყების ინფორმაციით, დამწვარია 225 კვ.მ ფართობი, ადგილზე 5 სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია. 

დღის ამბები