21 დეკემბერი 2024,   18:13
ვრცლად
თუ შავი მანქანის დემონიზირება ხდება, შეიძლება ფერი შეიცვალოს და ისეთ ფერზე გადავიდეთ, რომელიც ადამიანებს არ აღიზიანებთ - კობა ნარჩემაშვილი

„მიდგომა იმდაგვარი, რომ საჯარო მოხელეებს მანქანები არ უნდა ჰყავდეთ, ჩემი აზრით, არასწორია იმიტომ, რომ კარგი მმართველობა თუ გვინდა, კარგ მმართველობას რაღაც შესაბამისი ატრიბუტები სჭირდება,“- ეს განცხადება, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, კობა ნარჩემაშვილმა ე.წ. შავი ჯიპების თემაზე საუბრისას გააკეთა.

დეპუტატის თქმით, ამ საკითხის დემონიზირება არ უნდა მოხდეს. კობა ნარჩემაშვილის აზრით, მინისტრებსა და უწყებებს უმანქანობით პრობლემები არ უნდა შეექმნათ.

„მშრალი ციფრების მოყვანა, რომ რამდენიმე ათასია, ეს ჩემი აზრით, ვერ გამოდგება არგუმენტად იმის გამო, რომ ამ მანქანების უმრავლესობა ფუნქციონირებს შინაგან საქმეთა, ფინანსთა, თავდაცვის და გარემოს დაცვის სამინისტროებში, სადაც მანქანები კატასტროფულად არ ჰყოფნით. თუ ვინმეში გაღიზიანებს იწვევს, შავი მანქანის დემონიზირება ხდება, შეიძლება ფერი შეიცვალოს და ისეთ ფერზე გადავიდეთ, რომელიც ადამიანებს არ აღიზიანებთ. მანქანები არ უნდა იყოს ზღვარგადასული ფუფუნების საგანი,“- განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

ე.წ. შავი ჯიპების თემაზე დღეს პრემიერმინისტრმა ისაუბრა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ზოგიერთ სახელმწიფო უწყებაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებული ვითარება, კატეგორიულად მიუღებელია. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები