21 დეკემბერი 2024,   18:01
ვრცლად
უბედური შემთხვევა ჭიათურაში - ქვიშის კარიერზე ქანების ჩამოშლის გამო 32 წლის მამაკაცი დაიღუპა

უბედური შემთხვევა მოხდა ჭიათურის რაიონის სოფელ დარკვეთში - ქვიშის კარიერზე მუშაობისას ჩამოშლილმა ქანებმა ტრაქტორი მოიყოლა.

შემთხვევის შედეგად ტრაქტორის მძღოლი გარდაიცვალა. 32 წლის ახალგაზრდამ მამაკაცმა ტრაქტორის მძღოლად მუშაობა ორი კვირის წინ დაიწყო.

შპს დარკვეთი 2009-ის მენეჯერის ზაქრო თურმანიძის თქმით ქანებმა ჩამოშლა მოულოდნელად დაიწყო.

დიდი რაოდენობით წამოსულმა ქვიშამ ტრაქტორი ფაქტობრივად დაფარა, გარდაცვლილი მძღოლის ამოყვანა სამაშველო სამსახურის დახმარებით გახდა შესაძლებელი.

აღნიშნულ საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება. მომხდარზე შსს-მ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო, ან სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები