21 დეკემბერი 2024,   17:47
ვრცლად
„პიკასოს“ საქმე - თამთა ჯანჯღავას ჩვენებით დასტურდება, რომ მომღერლის დაჭრის მიზეზი შესაძლოა, ნარკოტიკული ნივთიერება გახდა

„ქუჩის ბიჭების“ სოლისტის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული თამთა ჯანჯღავამ გამოძიებას პირველი ჩვენება მისცა. „კურიერის“ მიერ მოპოვებული ჩვენებით დასტურდება, რომ მომღერლის დაჭრის მიზეზი შესაძლოა, ნარკოტიკული ნივთიერება გახდა. ბრალდებული თამთა ჯანჯღავა გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში, ფაქტობრივად, ადასტურებს, რომ კონფლიქტი ნარკოტიკის შესაძენად გასესხებული ფულის გამო დაიწყო.

დაცვის მხარის მოთხოვნის მიუხედავად, რომ „პიკასოს“ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაეთავისუფლებინა, მოსამართლემ არ გაითვალისწინა და ჯანჯღავა წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

თამთა ჯანჯღავასთან ერთად სასმართლოს დარბაზიდან რუსთავის #მე-5 დაწესებულებაში გადაიყვანეს კიდევ ერთი ბრალდებული - ნათია თოფურია. 24 წლის ქალს გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

საქმის მასალების მიხედვით, მას შემდეგ, რაც ჯანჯღავამ ირაკლი ნოზაძეს დანით მძიმე ჭრილობები მიაყენა, ის შემთხვევის ადგილიდან თოფურიასთან ერთად მიიმალა. დაკავებული ბრალს აღიარებს, თუმცა საქმის გარემოებებთან დაკავშირებით პროცესზე არ უსაუბრია.

საქმის მასალების მიხედვით ცნობილი მუსიკოსის დაჭრის მოტივი შურისძიება, კონკრეტულად კი 250 ლარი გახდა. პროკურატურის ინფორმაციით, თამთა ჯანჯღავამ ირაკლი ნოზაძეს ფული დაჭრამდე რამდენიმე საათით ადრე ასესხა. მოგვიანებით კი მის სახლთან ფსიქოტროპული აბების ზემოქმედების ქვეშ მყოფი მივიდა და თანხის დაბრუნებას აგრესიულად სთხოვდა. ურთიერთშელაპარაკების დროს კი ქალმა მუსიკოსი დაჭრა. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და დანაშაულის იარაღი - დანა გადააგდო.

ბრალის ფორმულირებას თამთა ჯანჯღავას ადვოკატი არ ეთანხმება. უფლებადამცველი ამტკიცებს, რომ ჯანჯღავას გაღიზიანება ირაკლი ნოზაძის აგრესიულმა ქცევამ გამოიწვია და მუსიკოსის მოსაგერიებლად მან ე.წ. დანაბრელოკი გამოიყენა. „კურიერის“ მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს როგორ ურტყამს ხელს ნოზაძე მის ეზოში მისულ ქალს პარალელურად კი ბრალდებული მას ჭრილობას აყენებს.

მედიაში გავრცელებული კადრები რომლშიც მუსიკოსს დაჭრის ფაქტი ჩანს პროკურატურას საქმის მასალებში ჯერ არ უდევს. თუმცა სახელწიფო ბრალდება აცხადებს, რომ მოწმის სტატუსით ყველა პირი გამოკითხა მათ შორის ახლაგაზრდა მამაკაცი, რომელიც ბრალდებულებთან ერთად ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტს შეესწრო.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები