ჭიათურის ერთ-ერთ სოფელში, ტყის პირას, 25 წლის ზურაბ ბერიძის ცხედარი დამწვარი იპოვეს.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთის მკვიდრი ახალგაზრდა 5 დღის წინ გაუჩინარდა.
ოჯახი და პოლიცია მას აქამდე უშედეგოდ ეძებდა. დღეს გვამი ტყის პირას იპოვეს.
ცხედარი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.