03 ოქტომბერი 2024,   17:18
ვრცლად
სოციალურად დაუცველებმა ფოთში გზა გადაკეტეს

ფოთის „გეზთან“ მისასვლელი გზა გადაკეტილია. საპროტესტო აქციას ყოფილი სასწავლო ცენტრის შებობაში მცხოვრები სოციალურად დაუცველები და დევნილები მართავენ. ისინი ამბობენ, რომ უკვე თვეზე მეტია ელექტროენრგია არ მიეწოდებათ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ცენტრალური ხელისუფლებისგან ფოთის მერიაში მივიდა ბრძანება ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენაზე, თუმცა “ენერგოპროჯორჯია“ ამ გადაწყვეტილებას არ ემორჩილება.

კომპანიის წარმომადგენლები კი განმარტავენ, რომ შენობა კერძო საკუთრებაა და მისი კანონიერი მფლობელის ნებართვის გარეშე, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის უფლება უკანონო ქმედება იქნება.

„კომპანიას არ აქვს უფლება მეპატრონის ნებართვის გარეშე მიაწოდოს ელექტროენერგია აღნიშნულ შენობას, ამიტომ, როცა შენობის მეპატრონე მოგვწერს და დაგვიდასტურებს თავის მზადყოფნას და ექნება სურვილი, რომ მივაწოდოთ ელექტროენერგია, კომპანია მზად არის შესაბამისი სამუშაოები დაიწყოს,“- განმარტა „ენერგოპროჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ავთო დვალიშვილმა.

დღის ამბები