09 ოქტომბერი 2024,   10:20
ვრცლად
პრორუს სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრაინიდან მძიმე ტექნიკა არ გაჰყავთ

პრორუს სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრაინიდან მძიმე ტექნიკა არ გაჰყავთ. ინფორმაციას დონბასში ანტიტერორისტული ოპერაციის ცენტრი ავრცელებს. უკრაინული მხარის მტკიცებით, ტერორისტები სამხედრო ტექნიკას დღისით ეუთოს მისიის დამკვირვებელთა დასანახავად გადააადგილებენ, ღამით კი ისევ პოზიციებზე აბრუნებენ.

საინფორმაციო ცენტრის სპიკერის ანდრეი ლისენკოს თქმით, სეპარატისტები ემზადებიან შეტევისთვის მარიუპოლის, არტიომოვსკის და ლუგანსკის მიმართულებით.

ეუთოს წარმომადგენლის მაიკლ ბოჩურკივის თქმით კი, მისიას არ აქვს საშუალება სრულად აკონტროლოს ტექნიკის გადაადგილება რეგიონში. მისი თქმით, ზოგ ადგილას დამკვირვებლები უბრალოდ, არ მიუშვეს. ამის მიუხედავად, ორივე მხარე აცხადებს, რომ დაასრულეს სამხედრო ტექნიკის გაყვანის პირველი ეტაპი. 

 

დღის ამბები