03 ოქტომბერი 2024,   17:18
ვრცლად
მომხმარებელთა დაცვის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში განიხილეს

მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტი მზად არის. დოკუმენტის დეტალები დღეს დეპუტატებმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. კანონპროექტი ითვალისწინებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით სპეციალური სამსახურის შექმნას.

პროექტის განხილვას პარლამენტი წლის ბოლომდე დაიწყებს. უმრავლესობის წევრი ვიქტორ დოლიძე განმარტავს, რომ კანონპროექტი მონიტორინგის ეფექტური მექანიზმის შექმნას გულისხმობს და ახლა მთავარია მისი იმპლემენტაცია.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტი შეიცავდეს კონტროლის ისეთ მექანიზმებს, რომლითაც მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი დონე იქნება გარანტირებული.

„ეს ცვლილებები გათვალისწინებულია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში. საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, რომ მომხმარებელთა დაცვის მაღალი დონე იქნება უზრუნველყოფილი. კონკრეტულად, ამ პროექტში არის ლაპარაკი იმაზე, რომ მომხმარებელი არ უნდა იყოს შეცდომაში შეყვანილი, არ უნდა არსებობდეს შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია და არ უნდა მოხდეს მისი გამოტოვება, არ უნდა იყოს შეცდომაში შეყვანის პრაქტიკა, მანიპულაციები და ა.შ.,“ - განმარტავენ არასამთავრობო სექტორში.

დღის ამბები