09 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვაში ორი მცირე სიშორის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

შეერთებული შტატებისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნის დაწყების საპასუხოდ, ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვაში ორი მცირე სიშორის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

სწავლება, რომელშიც ათასობით სამხედრო მონაწილეობს, ოფიციალური ფხენიანის მუდმივ გაღიზიანებას იწვევს და ხმამაღალ განცხადებებთან ერთად, ხელისუფლება ხშირად რაკეტების საცდელ გაშვებას აწყობს. სეული და ვაშინგტონი ერთობლივ სამხედრო წვრთნას თავდაცვითი ხასიათით ხსნიან, ფხენიანში კი მას შეჭრის რეპეტიციას უწოდებენ.

სწავლება 8 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. 

დღის ამბები