21 დეკემბერი 2024,   16:54
ვრცლად
ირაკლი კობახიძემ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, იანოშ ჰერმანთან, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. 

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ 
შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის საკითხები და საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგი განიხილეს. 

იანოშ ჰერმანის შეფასებით, ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ინსტიტუციური შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაძლიერდა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს პარლამენტის აქტიურ მხარდაჭერას ინსტიტუციური, საზედამხედველო და კანონშემოქმედებითი ფუნქციების განვითარებისა და გაძლიერების მიმართულებით. 

იანოშ ჰერმანის განცხადებით, საქართველოს პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა წარმომადგენლობის ახალი ხელმძღვანელის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება. 

ირაკლი კობახიძემ იანოშ ჰერმანს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. 

დღის ამბები