28 აპრილი 2024,   18:53
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტი NDI-ის წინასაარჩევნო გარემოს შემფასებელთა მისიას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი NDI-ის წინასაარჩევნო გარემოს შემფასებელთა მისიას შეხვდა.  
საუბარი წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ გამოწვევებს შეეხებოდა. განიხილეს საკონსტიტუციო ცვლილებებიც.
გიორგი მარგველაშვილის აზრით, ამ ცვლილებებმა მნიშვნელოვნად შეასუსტა პრეზიდენტის ინსტიტუტი.

საუბარი შეეხო საქართველოს უსაფრთხოების თემებს, განსაკუთრებით, ოკუპაციის კონტექსტში საქართველოს საერთაშორისო მხარდაჭერას.

„საკითხი ასევე შეეხო საქართველოს უსაფრთხოების თემებს, განსაკუთრებით ოკუპაციის კონტექსტში და საერთაშორისო მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს აქვს განგრძობითად,“-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა.

დღის ამბები