23 დეკემბერი 2024,   17:45
ვრცლად
გიორგი კვირიკაშვილს ხშირად ვახსენებდი, რომ ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა - ბიძინა ივანიშვილი

„გიორგი კვირიკაშვილს ხშირად ვახსენებდი, რომ ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა და ხალხი ბანკის ვალებიდან ვეღარ ამოდის,“ - ამის შესახებ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ყოფილ პრემიერ კვირიკაშვილთან ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით, მას მძიმე შეკითხვა დაუსვა.

ბიძინა ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ იუნისეფის კვლევის შედეგები მისთვის ტრაგიკული იყო.

„რადგან ჭარბვალიანობა ახსენეთ, ვერ ავუვლი გვერდს და შევახსენებ ჩვენს ტელემაყურებელს, რომ ერთ-ერთი ძირითადი მძიმე შეკითხვა, რაც მქონდა კვირიკაშვილთან, მე პირადად, ამ შეხვედრის დროს და შეიძლება ძირითადიც დავარქვათ მას, სწორედ ჭარბვალიანობას ეხებოდა. ეს არ იყო შეცდომა, მე მას ჩავუთვალე ეს გადაცდომად და თვითონაც იცავდა ამ პოზიციას, რომ უფრო ადრე უნდა შემოღებულიყო რეგულაციები ბანკებთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები