23 დეკემბერი 2024,   18:29
ვრცლად
აფხაზეთის მთავრობის სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტზე იმსჯელეს

აფხაზეთის მთავრობის სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტზე იმსჯელეს. ლევან მგალობლიშვილის განცხადებით, თანხები ორიენტირებული იქნება დევნილთა საჭიროებებზე. აფხაზეთის მთავრობის აპარატში მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა. კითხვების შემთხვევაში, მოქალაქეები 143-ზე დარეკავენ, სადაც მათ ინფორმაციას მიაწოდებენ.

"ჩვენ დავგეგმეთ ბიუჯეტი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა დროებით დევნილმა მოსახლეობამ იცოდეს, თუ რა მიმართულებით იხარჯება მათი თანხები. ასევე ჩაერთო ცხელი ხაზი 143, სადაც დროებით დევნილ მოსახლეობას შეეძლება ნებისმიერ სამინისტროსთან ჰქონდეს მჭიდრო კონტაქტი და ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ჩვენს დროებით დევნილ მოსახლეობასთან, რათა ყველა ეს ცვლილება ხელშესახები იყოს", - აცხადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი.

დღის ამბები