ეს არის მოწოდება საბოტაჟისკენ. როდესაც ისე გინდა შენი ქვეყნის ჩამოქცევა, არევა, ეკონომიკის ჩამოქცევა, მშვიდობის ჩამოქცევა, რომ მოუწოდებ დაუმორჩილებლობისკენ, ე.ი. ერთი - აგონიაში ხარ, და მეორე - უდიდეს მავნებლობას ცდილობ, რომ ჩაიდინო", – ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის განცხადებით, აგვისტოს ომის გმირებს ეძახიან რუსებს ის ადამიანები, რომლებმაც ომის დანაშაული დააბრალეს ამ ადამიანებს.
"ეს არის მოწოდება საბოტაჟისკენ. გნებავთ სამართლებრივი შეფასება დავარქვათ, გნებავთ პოლიტიკური, ერთიც და მეორეც პრინციპში ერთმანეთს ემთხვევა. როდესაც ისე გინდა შენი ქვეყნის ჩამოქცევა, არევა, ეკონომიკის ჩამოქცევა, მშვიდობის ჩამოქცევა, რომ მოუწოდებ დაუმორჩილებლობისკენ, ე.ი. ერთი - აგონიაში ხარ, და მეორე - უდიდეს მავნებლობას ცდილობ, რომ ჩაიდინო.
არ გამოუვათ. ეს ქვეყანა დგას თავის სიმაღლეზე. საბედნიეროდ, არ იღებენ ეს ბიჭები ასეთ სულელურ მოწოდებებს, რადგან ხედავენ, რომ ყველაფერს კადრულობენ. სიტუაციაში აცხოვრებენ თავიანთ მომხრეებს. ომის გმირებს ეძახიან რუსებს და დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებენ ის ადამიანები, რომელთაც მათ ომის დანაშაული დააბრალეს და ხელი მოუწერეს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს ომის დაწყებაზე", – განაცხადა მდინარაძე.