03 ოქტომბერი 2024,   17:19
ვრცლად
პრეზიდენტმა შესაძლოა უვადო პატიმრობაში მყოფი პირებიც შეიწყალოს

შეწყალების კომისიის თავჯდომარე ზვიად ქორიძე არ გამორიცხავს, რომ შეწყალება შეეხოს უვადო პატიმრობაში მყოფ პირებსაც. ამის შესახებ ის გაზეთ „კვირის პალიტრას“ ეისაუბრა. შეწყალების კომისიის თავჯდომარის თქმით, სწორედ პრეზიდენტი გამოდის მსგავსი ინიციატივით, რომ უფრო მეტად ჰუმანური მიდგომა არსებობდეს უვადო პატიმრებთან დაკავშირებით. ქორიძის თქმით, პრეზიდენტი მზადაა ამ თემაზე ფართო დისკუსია დაიწყოს.

პრეზიდენტის ინიციატივას გამოუჩნდნენ მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები. მხარდამჭერთა შორის არიან ნიკა რურუა და გიორგი ტუღუში, რომელთაც დღეს შეფასებები გააკეთეს. ნიკა რურუას განცხადებით, ნებისმიერი ტიპის დანაშაულზე შეწყალება შესაძლებელია. ყოფილი სახალხო დამცველი კი მიიჩნევს, რომ ამგვარი აქტი ევროსამართლოს ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა და პრეზიდენტს აქამდეც ჰქონდა უვადო პატიმრების შეწყალების კონსტიტუციური უფლება.

პრეზიდენტის ინიციატივას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, მათ შორისაა ელენე თევდორაძე, რომელიც სააკაშვილის დროს თავად იყო შეწყალების კომისიის თავმჯდომარე.

დღის ამბები