09 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
ნემცოვის ადვოკატები მოკლულის ტელეფონის უკანონო მოსმენის საქმის წარმოებაში დაბრუნებას ითხოვენ

ბორის ნემცოვის ადვოკატი გამოძიებას მოუწოდებს წარმოებაში დააბრუნოს საქმე მოკლულის ტელეფონის უკანონო მოსმენის შესახებ.

ვადიმ პროხოროვის თქმით, ამ ფაქტის გამო დამნაშავეები არ დასჯილან. როგორც ადვოკატი ამბობს, ბორის ნემცოვს გამუდმებით ემუქრებოდნენ.

იგი 27 თებერვალს მოსკვორეცკის ხიდზე მოკლეს.

მკვლელობის თვითმხილველის კიდევ ერთ ინტერვიუს ავრცელებს ამჯერად ტელეკომპანია ენ-ტე-ვე. ქუჩის გამწმენდი მანქანის მძღოლი ნემცოვის თანმხლებ ანა დურიცკაიაზე ყვება.

„როდესაც დავინახე, რომ ტროტუარზე ადამიანი იწვა, გავაჩერე მანქანა და დასახმარებლად გადმოვედი. ჩემთან მოვიდა გოგონა, ის ძალიან განერვიულებული იყო. მას დარეკვის თავიც კი არ ჰქონდა. გამოვართვი ტელეფონი და დავრეკე სამაშველო სამსახურში. პოლიციას და სასწრაფოს აღარ დაველოდე, რადგან საქმე მქონდა გასაკეთებელი,” - განაცხადა სერგეი ბუდნიკოვმა.

სამართალდამცველები ამჟამად მკვლელობის იარაღს ეძებენ. არსებობს ვარაუდი, რომ კილერმა ის მდინარეში ჩააგდო.

"ლაიფნიუსის" ინფორმაციით, მკვლელობის დღეს ნემცოვს დილიდან სამი მანქანა მონაცვლეობით უთვალთვალებდა. რუსული მედიის მტკიცებით, მკვლელი ნემცოვს და მის თანმხლებს კიბეზე ელოდებოდა, თუმცა რუსეთი საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის დიდი ნაწილი სიმართლეს არ შეესაბამება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები