04 დეკემბერი 2021,   20:18
ვრცლად
ინტერნეტით ნარკოტიკის გასაღება - სასამართლომ ხუთივე დაკავებული წინასწარპატიმრობაში დატოვა

საქალაქო სასამართლომ ინტერნეტით ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული 5 პირი წინასწარპატიმრობაში დატოვა. ბრალდების მხარე მათ მიმართ პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. დაკავებულების უფლებადამცველები კი გამოძიების დასრულებამდე დაკავებულების გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდნენ.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულები ე.წ. ვარდისფერ „ამფეტამინს“ თბილისსა და ბათუმში სხვადასხვა ადგილას მალავდნენ და შემდეგ ელექტრონული ქსელის გამოყენებით ყიდიდნენ.

ყველა დამნაშავის კვალზე პოლიცია მას შემდეგ გავიდა, რაც სამართალდამცველებმა ფარული მოსმენისა და თვალთვალით დაადგინეს, როგორ ყიდიდნენ ახალგაზრდები ნარკოტიკებს თბილისისა და ბათუმის ქუჩებში. ჩხრეკის დროს ამოღებულია სხვადასხვა ადგილას გადამალული 134 და საცხოვრებელი სახლებში სარეალიზაციოდ გამზადებული 196 შეკვრა ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. ვარდისფერი ამფეტამინი.

ყველა დაკავებულის მიერ ჩადენილი დანაშაული 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები