ბიძინა ივანიშვილის შტურმი გიორგი კვირიკაშვილზე - გასულ კვირას პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ ყოფილ პრემიერზე საკმაოდ კრიტიკულად ისაუბრა.
ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ განაცხადა, რომ კვირიკაშვილი ძალიან ცუდი მენეჯერია, გაღარიბებული ხალხის ხარჯზე ბიზნესელიტას კვებავს და თავად ივანიშვილს შიდა გადატრიალებას უწყობდა.
ამ განცხადებამდე რამდენიმე თვით ადრე კი ქართული ოცნების ლიდერი ამბობდა, რომ კვირიკაშვილი მსოფლიო დონის სახელმწიფო მოხელე იყო და უნდა გავფრთხილებოდით, რომ არ გაქცეულიყო.