26 აპრილი 2024,   10:55
ვრცლად
რამდენიმე შეკვრად დაფასოებული და საინექციოდ გამზადებული ჰეროინი- შსს-მ ორი პირი დააკავა

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს.  მათი აყვანა რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ აღთაკლიაში მოხდა. ჩხრეკისას ამოღებულია რამდენიმე შეკვრად დაფასოებული ჰეროინი და საინექციოდ გამზადებული ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული ნივთიერებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. 

დღის ამბები