გერმანიაში ქალაქ ბურენის სადეპორტო დაწესებულებაში საქართველოს სამი მოქალაქე შიმშილობს. ქართველები შენობაში დაახლოებით ერთი თვის წინ მოათავსეს. ისინი ადვოკატთან შეხვედრას ითხოვენ და ამტკიცებენ, რომ სადეპორტო დაწესებულება პროცესს ხელოვნურად აჭიანურებს და ადმინისტრაციას უყურადღებობაში ადანაშაულებს. გავრცელდა ინფორმაცია მათი ცემის შესახებაც, რასაც გერმანიაში საქართველოს წარმომადგენლობა არ ადასტურებს. საკონსულოს ცნობით, ბურენის თავშესაფარში საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობით არანაირი დაპირისპირების ფაქტი არ მომხდარა.