NDI- ს ახალ კვლევაში დასმულ კითხვაზე, "რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ახლოს," გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ არც ერთი (48%). “ქართულ ოცნებას“ასახელებს რესპონდენტთა 18%, "ნაციონალურ მოძრაობას" კი 10%.
კითხვაზე პასუხი არ იცის 7%-მა, ხოლო პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა 5%-მა. 3% კი აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს "ლეიბორისტული პარტია" დგას, 10% კი ამბობს, რომ სხვა პარტიას დაასახელებდა.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 23 ივნისიდან 8 ივლისის პერიოდში ჩატარდა, 2 409 დასრულებული ინტერვიუს სახით.