27 ნოემბერი 2021,   19:00
ვრცლად
დანიაში საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მუსლიმური თავსაბურავის ტარება აიკრძალა

დანიაში საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მუსლიმური თავსაბურავის ტარება ოფიციალურად აიკრძალა. შესაბამისი კანონი დღეიდან შევიდა ძალაში. აიკრძალა ისეთი თავსაბურავის ტარება, რომელიც სახეს მთლიანად ფარავს.

საუბარია ფარანჯაზე და ნიკაბზე, რაც შეეხება ჰიჯაბს, მას ეს შეზღუდვა არ ეხება. მუსლიმური თავსაბურავების გარდა, აკრძალვა შეეხო დიდი ზომის ქუდებს, შარფებს, ნიღბებსა და ხელოვნურ წვერსაც.

დანიელი კანონმდებლები აცხადებენ, რომ ახალი რეგულაცია რელიგიის წინააღმდეგ არ არის მიმართული და ის მხოლოდ უსაფრთხოებას და კრიმინალის შემცირებას ემსახურება.

მიუხედავად ამისა, მუსლიმები მასშტაბურ აქციებს აანონსებენ. მსგავსი აკრძალვა უკვე ევროპის 8 ქვეყანაში მოქმედებს.

დღის ამბები