20 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
28 ოქტომბერს, ერთიანი საზოგადოების ძალისხმევით, დამარცხდება ბიძინა ივანიშვილის რუსული და ბოლშევიკური რეჟიმი - ნიკა მაჭუტაძე

არჩევნების ოფიციალური თარიღის დასახელებას ეხმაურება და სამომავლო გეგმებზე საუბრობს, პოლიტიკური მოძრაობის ”სახელმწიფო ხალხისთვის” თავმჯდომარე. ნიკა მაჭუტაძე ამბობს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, გაერთიანებული ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს დაამარცხებს.

„28 წლის წინ, 28 ოქტომბერს, პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში ერთიანმა ქართულმა პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა და ეროვნულმა ძალისხმევამ დაამარცხა საბჭოთა ბოლშევიკური რეჟიმი. 2018 წლის 28 ოქტომბერს, ქართველი ხალხის, ქართული პოლიტიკური სპექტრის გაერთიანებული ოპოზიციის, ერთიანი საზოგადოების ძალისხმევით, აუცილებლად დამარცხდება ბიძინა ივანიშვილის რუსული და ბოლშევიკური რეჟიმი,“ - განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა საარჩევნო თარიღი დღეს დაასახელა. ქვეყნის მთავარსარდლის გადაწყვეტილებით, არჩევნები 28 ოქტომბერს ჩატარდება. 

დღის ამბები