20 ნოემბერი 2024,   00:29
ვრცლად
"ძალა ერთობაშია" ოპოზიციურ პარტიებს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გაერთიანებისკენ მოუწოდებს

„ძალა ერთობაშიას" მოწოდებით, გაერთიანებული 11 ოპოზიციური პარტია სხვა ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს და კიდევ ერთხელ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ NDI-ის კვლევამაც დაადასტურა, რომ ოპოზიციის გამარჯვების ერთადერთი შანსი სწორედ ოპოზიციის საყოველთაო გაერთიანებაა.

„ძალა ერთობაშიას“ წევრები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ სხვა პოლიტიკურმა სუბიექტებმა კოალიციაში გაერთიანების სურვილი გამოთქვეს, ისინი მზად არიან ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად პრაიმერიც ჩაატარონ, იმის მიუხედავად, რომ
„ძალა ერთობაშიას“ უკვე ჰყავს დასახელებული თავისი კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე. 

დღის ამბები